ფოთის „ცხელების კლინიკაში” კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი მოზარდია

ფოთის „ცხელების კლინიკაში” კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი მოზარდია. ექიმების ინფორმაციით, მათი ბიოლოგიური მასალა „პისიარ" კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

„კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ესენი არიან 10 წლის ბიჭი ფოთიდან და 75 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ" კვლებისთვის. პასუხები გვიან საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, მიზნობრივი კვლევის ფარგლებში კორონავირუსზე საბაჟოს თანამშრომელთა ნაწილი გამოიკვლიეს და ასევე მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ზუგდიდის კლასტერთან. მათივე ცნობით, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი