კახეთში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, კახეთის რეგიონში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ სესიაშვილთან ერთად, ყვარელში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში ფერმერებს შეხვდა და დიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით 1000-მდე ფერმერმა უკვე მიიღო კუთვნილი ფასდაკლების ბარათები. რაც შეეხება კონკრეტულად, ყვარლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს დიზელის ფასდაკლების ბარათების მისაღებად 300-მდე ფერმერმა უკვე მიმართა.

„ყვარლის მუნიციპალიტეტში შევხვდით ფერმერებს. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმართ. იმ ვითარებაში, როცა ქვეყანას გარკვეული ფინანსური შეზღუდვები აქვს, ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება ეძლევათ ფერმერებს, რაც თავისთავად ქმნის მათთვის იმედის განწყობას, რომ მათი მოსავალი იქნება კარგი და ხარისხიანი და არ გაუჭირდებათ რეალიზაცია. რაც შეეხება რეალიზაციას, სეზონური ხილი და ბოსტნეული, რაც უკვე შემოვიდა, შეუფერხებლად ხდება მისი რეალიზაცია და ფასი დამაკმაყოფილებელია ფერმერებისათვის. კახეთში ფერმერები ოპტიმისტურად უყურებენ დღევანდელ ვითარებას და მომავალს”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: კახეთის რეგიონში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა