ანონსი 24 მაისი

24 მაისს, 10:30 საათზე, ინფექციური საავადმყოფოს შესასვლელთან, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ტრადიციულ ბრიფინგს გამართავს.

24 მაისს, 11.00 საათზე, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის კვირეულის დასკვნითი აქცია-პერფორმანსი გაიმართება.

საკონტაქტო პირი: გიორგი ბერიძე 577100830

24 მაისს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" და "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები წყნეთში დასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ.

მისამართი: წყნეთი, თამარ მეფის ქუჩა.

საკონტაქტო პირი: 59312060

24 მაისს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან რაჭის მოსახლეობის, ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა გარემოსდამცველთა ინიციატივით ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების ნებართვების გაუქმების და დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

24 მაისს 14:00 საათზე, „მარო მაყაშვილის საზოგადოება“ და საინიციატივო ჯგუფი შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, 20 ოჯახს პირველადი საჭიროების ნივთებს გადასცემენ.

მის: გლდანი, მე-4 მ/რ, 113-ე კორპუსი, ბინა 27.

საკონტაქტო პირი -ელენე ჩომახიძე 599507775

24 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა უმასპინძლებს ონლაინდისკუსიას თემაზე: „დისტანციური სწავლება – ცვლილებები სამედიცინო განათლების მენეჯმენტში“.

ონლაინდისკუსია წარიმართება ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის ფეისბუქის გვერდზე ფეისბუქლაივის მეშვეობით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს