წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მრავალწლიანი ხეხილის ბაღები და სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს

წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგების განვითარება არ შეფერხებულა, ადგილობრივი ფერმერები მუშაობას აგრძელებენ. როგორც “ინტერპრსნიუსს”- წყალტუბოს მერიიდან აცნობეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა სოფელ მუხიანში მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, სოფელ ფარცხანაყანევში კი სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს.

“მრავალწლიანი ხეხილის ბაღების და სათევზე მეურნეობის დათვალიერებისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობასა და მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე ისაუბრეს. სოფელ მუხიანში დავით ნიჟარაძემ მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენება წელიწადნახევრის წინ დაიწყო, ამჟამად 16 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში ყოველდღიურად ათობით ადგილობრივია დასაქმებული, მოსავლის აღების დროს კი მათი რიცხვი იზრდება. დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ფარცხანაყანევში ცენტრალურ მაგისტრალზე გაშენებულ სათევზე მეურნეობა შპს "ოქროს ტბას" ესტუმრნენ, რომელიც 5 წელია არსებობს და ვითარდება. თევზჭერა, დასვენება და სპინინგი ამ ადგილის მთავარი დანიშნულებაა. სოფლის მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომლის განვითარების ტენდეცია ბოლო წლებში აშკარად შეინიშნება, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამებში ჩართვას წყალტუბოელი ფერმერები და მეწარმეებიც აპირებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა