აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა მიმდინარეობს

აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხელვაჩაურსა და ქედაში ტურისტული ღირსშესანიშნაოებების, ჩანჩქერების, მთებისა და ტურისტული ობიექტების კვლევას ახორციელებს, რომელზე დაყრდნობითაც ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტები მომზადდება. პროექტი გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნას, ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიულ შესწავლასაც ითვალისწინებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სოფელ კაპნისთავის ტურისტული პოტენციალის კვლევის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო. მან ადგილობრივებთან და მოლაშქრეთა ფედერაციის წევრებთან ერთად სოფლის ტურისტული პოტენციალი დაათვალიერა, მათ შორის სოფელში არსებული ჩანჩქერები, ადგილობრივების მიერ შექმნილი ღია მუზეუმი და საოჯახო მარნები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ახალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება აჭარაში, რათა საშუალება გვქონდეს შევქმნათ, როგორც 2-3 დღიანი, ისე 2-3 საათიანი ტურისტული მარშრუტები. ეს მოგვცემს საშუალებას, ყველა კატეგორიის ტურისტს შევთავაზოთ მათთვის სასურველი ხანგძლივობისა და სირთულის ტურისტული მარშრუტი მთიან აჭარაში მოგზაურობის დაგეგმვისას. ამ ეტაპზე, რეგიონში 15-მდე მარშრუტია მარკირებული ღვინის ტურიზმის, კულტურული ტურიზმის, ეკოტურიზმის, სამთო ტურიზმისა თუ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის, რაც მთიანი აჭარის ულამაზესი ბუნებისა და ტრადიციების გაცნობის კარგ საშუალებას იძლევა,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა