მოსახლეობამ თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდის მოთხოვნით აქცია გამართა

მოსახლეობა თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ითხოვს. ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო და ქვემო ალვანის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კონტრაქტორ კომპანიას გზის გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელება მოსთხოვეს. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ რაც ზვავის ჩამოწოლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სამუშაოები აღარ გაგრძელებულა, რის გამოც მთაში საქონლის გადაყვანას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები ადგილზე მოისმინა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა. გიორგი წიკლაურის განმარტებით, იმის მიუხედავად რომ ზვავის ჩამოწოლის შედეგად 4 ერთეული მძიმე ტექნიკა დაზიანდა, კომპანია მზად არის სამუშაოები გაგრძელოს, თუმცა ზვავსაშიშროების გამო საგზაო დეპარტამენტის ნებართვას ელოდებიან. მისივე თქმით, თუ ამინდები არ გაუარესდა, შესაძლოა, ორშაბათიდან გზის გაწმენდა განახლდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა