კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში და ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი

„ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში და ასევე, ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარტია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. მან კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რომლითაც კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებენ.

„თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნებიან მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. მუშაობა დაწყებულია ამ მიმართულებით. როგორც ყველა პარტია მუშაობს, ასევე მმართველი პარტია მუშაობს.

მაჟორიტარებს რაც შეეხება, იქნება ის ვისაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება, ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს კონკრეტულ რაიონებში. რაც შეეხება სიას, პროფესიონალიზმი, განათლება, მათი შემდეგი საქმიანობა, რომელიც მათ უნდა განახორციელონ პარლამენტში და ა.შ. ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა და ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინება მოხდება, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის”, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა