ქუთაისის საკრებულოს წევრის ინიციატივით, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს  სისხლში ტყვიის შემცველობაზე სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდათ

შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს ქუთაისის საკრებულოს წევრის, ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ კვიცარიძის ინიციატივით და დაფინანსებით, სისხლში ტყვიის შემცველობაზე სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდათ. აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწუმებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკრინინგი პირველად წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში მყოფი იმ მოქალაქეებისთვის ჩატარდა, რომლებიც ქუთაისში არიან რეგისტრირებული.

"მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევებს პერიოდულად ბინაზე, მოძრავი კლინიკის საშუალებით ვუტარებთ. სპეციალიზირებულ ავტომობილში ჩამონტაჟებულია ექოსკოპიისა და კარდიოგრამის აპარატი, ასევე მოწყობილი მინილაბორატორია, სადაც მოქალაქეებს სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებს ვუტარებთ. მუხიანის შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბს ვესტუმრებით და მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს ჩავუტარებთ", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა მერაბ კვიცარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა