კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს  „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა.

„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში განთავსებულ მონიტორებზე, ოთხი დღის განმავლობაში, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება. კლიპის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მუსიკის ავტორი დავით ევგენიძე.

23 მაისი „აფხაზეთის დღეა“. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა–კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა. 2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნებოდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებდა მონაწილეობას.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა