თორნიკე რიჟვაძე - რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო ორი პაციენტი განიკურნა და აჭარამ „მწვანე ზონის" სტატუსი დაიბრუნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო ორი პაციენტიც განიკურნა და აჭარამ „მწვანე ზონის” სტატუსი დაიბრუნა.

როგორც მან აღნიშნა, 30 აპრილის შემდეგ რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„რეგიონში ბოლო ორი კოვიდინფიცირებული განიკურნა, შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის" სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებული და ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არის მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაცების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან”, - განაცხადა რიჟვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა