ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კვლევის შედეგად კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მერიაში განუცხადეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 67 საკვლევი მასალა გაიგზავნა ლუგარში, აქედან 39 მუშევანიდან იყო აღებული, დანარჩენი კი მიზნობრივი ჯგუფებიდან. 66-ზე უარყოფითი პასუხი მოვიდა და მხოლოდ ერთს, მუშევანში დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.

დღეისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 75 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმი კი მუშევანისა და გეტას გარდა, ყველა სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრში მოიხსნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა