ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო, თუმცა 5 მაისს, ზვავის ჩამოწოლოს გამო, სამუშაოები შეჩერდა.

„ამ ეტაპზე, მეწყრისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმედნითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია. კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება. აღსანიშნავია, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა უკვე გაწმენდილია 45 კმ-მდე, მათ შორის 22-ე კმ-ზე დამეწყრილი მონაკვეთი. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ჯამში 72 კილომეტრია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო