სუს-ი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს საზღვარი ტერორიზმში ბრალდებულმა პირმა გადმოკვეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს საზღვარი ტერორიზმში ბრალდებულმა პირმა გადმოკვეთა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, იემენის მოქალაქის წინააღმდეგ ძიება საზღვრის უკანონო კვეთისა და ქრთამის მიცემის ბრალდებით მიმდინარეობდა.

„გიდასტურებთ, რომ ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაკავება და ამასთან დაკავშირებით სამინისტრომაც გააკეთა კომენტარი რამდენიმე დღის წინ. რაც შეეხება იემენის მოქალაქეს, მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ორი მუხლით, ესენია: საზღვრის უკანონო კვეთისა და ქრთამის მიცემის ფაქტი. არც წითელი ცირკულარით არ არის ძებნილი ეს პირი და არც ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ იკვეთება საქმეში. ასევე, დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ საზღვრის კვეთა მოხდა მხოლოდ ერთხელ,“ - აცხადებენ სუს-ში.

ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით კი, ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ პირი, რომელმაც ლარსის გამშვები პუნქტი ორჯერ უკანონოდ გადმოკვეთა, ალქაიდას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტერორისტი, აბდულა ჰაჰმედ აბდულაჰი, იგივე აბუ მუჰამედ ალმასრია. ტელეკომპანიის ცნობით, თავდაპირველად აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ სანდო წყაროდან შეიტყვეს, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი მათ ხელთ არსებული მონაცემები ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის მონაცემებს დაემთხვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა