გიორგი ვაშაძე - გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, სხვა ვერსიას ჩვენ არ განვიხილავთ

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ, სრულად არ არის შესრულებული. ვაშაძის თქმით, შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელია, გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება.

„8 მარტის შეთანხმება, რომელშიც „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღეს მონაწილეობა, სრულად ისევ არ არის შესრულებული. აღნიშნული დოკუმენტი რურუას გათავისუფლებას და საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის გათავისუფლებულები არიან გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი და ასევე გიორგი რურუა უნდა განთავისუფლდეს, სხვა ვერსიას ჩვენ არ განვიხილავთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა