ამბროლაურში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად, სოფლებში პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

“სოფელ ჭელიაღელეში, კოტორაშვილების უბანში მიმდინარეობს წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოებს შპს "ქუთაისის წყალმშენი“ ასრულებს. პროექტის ღირებულებაა 165 000 ლარი.

ასევე, მიმდინარეობს ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელსაც შპს "ორნამენტი" ასრულებს. პროექტის ღირებიულება 380 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გზის დასრულების შემდგომ 5 სოფლის მცხოვრებლები ცენტრალურ მაგისტრალს კომფორტული გზით დაუკავშირდებიან.

აგრეთვე, სოფელ ჭყვიშში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. შემსრულებელი კომპანიაა შპს" პირამიდა", სახელშეკრულებო თანხით 171 000 ლარი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ცნობით, არჩილ ჯაფარიძემ კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამუშაოები მაღალი ხარისხით და ვადების დაცვით უნდა შესრულდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა