თერჯოლაში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თერჯოლაში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა სკვერი დაათვალიერა და მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ გოდერძი თურქაძესთან, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელ გურამ თურქაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პროექტის შესახებ იმსჯელა.

"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი იყო მოუვლელი და იმისათვის, რომ დასვენების კომფორტულ ადგილად გადაქცეულიყო, საჭიროებდა განახლებას. სკვერის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო და მოსახლეობისათვის თანამედროვე სივრცე მოეწყობა. შეიცვალა განათების სისტემა, განახლდება გაზონები, მოეწყობა ფილაქანი, დაიდგმება ძელსკამები და სანაგვე ურნები, დამონტაჟდება უფასო WI-FI და ასევე, იგეგმება დიდი მონიტორის დაყენება. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული სკვერი დროის საინტერესოდ გატარებაში დაეხმარება მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს", - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა