დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისოფლის მოსახლეობას სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციხისოფელში მცხოვრებ ოჯახებს სასურსათო პროდუქტითა და ჰიგიენური საშუალებებით დაკომპლექტებული პაკეტები გადასცა.

მათივე ცნობით, სოფელში მცხოვრებ ოჯახებს, რამდენიმე თვის წინ, თანამედროვე მზის პანელები დაუმონტაჟდათ. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ციხისოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც მოეწყო. სოფლის მოსახლეობა ასევე სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს