ჩინეთის ხელისუფლება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბაზაზე, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ საერთაშორისო და გამჭვირვალე გამოძიებას მხარს უჭერს

ჩინეთის ხელისუფლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბაზაზე, საერთაშორისო და გამჭვირვალე გამოძიებას, კორონავირუსის წარმოშობის გარემოებასთან და პანდემიის მიზეზებთან დაკავშირებით, მხარს უჭერს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა.

„ჩინეთი ღიად უდგება მსოფლიო სამეცნიერო თანამეგობრობის ძალისხმევას კორონავირუსის წყაროს იდენტიფიკაციის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს პროფესიონალური, მიუკერძოებელი და კონსტრუქციული პროცესი. პროფესიონალური ნიშნავს, რომ ის ბაზირებული იყოს მეცნიერებაზე და წარიმართოს ჯანმო-ს საფუძველზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მიუკერძოებლობას, ეს ნიშნავს, რომ წყაროს ძიება დაცული უნდა იყოს რაიმე სახის პოლიტიკური ჩარევებისგან. მათ პატივი უნდა სცეს ყველა სუვერენულმა ქვეყანამ.

მინისტრის თქმით, ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა იჩქარა, როდესაც კორონავირუსს „გეოპოლიტიკური იარლიყი მიაკერა, მისი გავრცელების წყაროს პოლიტიზირება და ჩინეთის სტიგმატიზება განახორციელა.“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა