არჩილ თალაკვაძე - ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ვულოცავ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მუსლიმ მოქალაქეებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ რამადან ბაირამის დღესასწაულს და მათთან ერთად, ვულოცავ ყველას, ვინც მუსლიმური სამყაროს ამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს ზეიმობს.

ჩვენ საუკუნეებია, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვშრომობთ ჩვენი საერთო სამშობლოსა და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის.

ჯანმრთელობას, მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ!“- აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მისალოც ტექსტში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა