„მოძრაობა მომავლისთვის“ წარმომადგენლებმა და „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა წყნეთში, დევნილების 150 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

მოძრაობა მომავლისთვის" ჰუმანიტარულ აქციას აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და პოლიტიკური გაერთიანების - "ლელო საქართველოსთვის" წევრებმა წყნეთში დასახლებული დევნილების 150 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაციამ საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 3000-ზე მეტ კონკრეტულ ოჯახს გაუწია დახმარება თბილისში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"მოძრაობა მომავლისთვის" მამუკა ხაზარაძის ოჯახის ფინანსური მხარდაჭერით განაგრძობს კამპანიას "დავეხმაროთ ერთმანეთს". კონკრეტული ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გარდა, ორგანიზაციის მხარდაჭერით სვანეთის რამდენიმე სოფელში, ათობით ოჯახისთვის დამუშავდა ჰექტრობით მიწა, ზემო აჭარაში მოძრაობის წევრებმა სოფლის მოსახლეობას მაღალი ხარისხისა და გამწეობის ტრაქტორი გადასცა, რომელიც მთელ სოფელს, დაახლოებით 700 კომლს მოემსახურება. "მოძრაობა მომავლისთვის" აგრძელებს კამპანიას ქვეყნის მასშტაბით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა