აშშ-მა ბრაზილიიდან უცხოელი მგზავრების მიღება შეაჩერა

აშშ-მა ბრაზილიიდან უცხოელი მგზავრების მიღება შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პროკლამაცია გამოსცა, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა უცხოელს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდა, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება.

„ჩავთვალე, რომ ამერიკის ინტერესების დაცვის გამო საჭიროა აშშ-ში შესვლა შეეზღუდოს და აეკრძალოს ყველა უცხოელს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყოფილა,“ - აღნიშნულია პროკლამაციაში.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეილი მაკენანის თქმით, ამ ნაბიჯის განხორციელების შედეგად ბრაზილიიდან ჩასული უცხო ქვეყნების მოქალაქეები აშშ-ში ინფექციის გავრცელების ახალი წყარო აღარ გახდებიან. მისივე განმარტებით, შეზღუდვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას არ შეეხება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 347 000 შემთხვევაა დადასტურებული. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა. დაღუპულთა რაოდენობა კი 22 000-ს აჭარბებს.

იხილეთ ვიდეო:აშშ-მა ბრაზილიიდან უცხოელი მგზავრების მიღება შეაჩერა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა