მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და შედეგი გამოიღო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 34 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

“დღეს მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული - 4, დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე არის 72%. ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ეს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის საკარანტინე ზონიდან, დადასტურებულთან კონტაქტი. ჩვენთან ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 34 დადასტურებული პაციენტი გვრჩება. ახალი პაციენტი ჩვენთან არ შემოსულა გუშინ. ისევ 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება, დღესაც შეიძლება ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია სიტუაცია, პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად რადიოლოგიური მონაცემების მხრივ არ გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემებით და ობიექტური სტატუსით, დინამიკა გაუმჯობესებულია და ალბათ პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს სამივე პაციენტთან”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ მძიმე პაციენტთან უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობა მოხდა, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. “ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც 80-წელზე მეტისაა, მას ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა, ეს უკვე ძალიან კარგია. ანუ ლაპარაკია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო:მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და შედეგი გამოიღო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა