სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი დაიღუპა

სომხეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის მანძილზე 452-ით გაიზარდა და საერთო ჯამში პაციენტთა რაოდენობამ 7113 შეადგინა.

ამასთან, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსით 6 ადამიანი დაიღუპა, რაც აგრეთვვე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 87-ს მიაღწია.

სომხეთის დაავადებთა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, დროის ანალოგიურ პერიოდში დაიღუპა კიდევ 6 პაციენტიც, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა მათი გარდაცვალება სხვა დაავადებამ გამოიწვია. ასეთ შემთხვევათა რაოდენობა სომხეთში 39-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო:სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი დაიღუპა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა