დავით გაბაიძემ პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა

დავით გაბაიძემ პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, დავით გაბაიძის მიერ წარდგენილი კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“, 3 ძირითად ნაწილს მოიცავს.

„პირველი ეხება ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელს სამეთვალყურეო საბჭოში და ის შესაძლებელია იყოს საჯარო მოხელე, ოღონდ ანაზღაურების გარეშე და მასზე არ გავრცელდება ინტერესთა შეუთავსებლობით დადგენილი წესები. მეორე ცვლილება ეხება საწარმოს ლიკივიდაციისას ამოღებული თანხების განთავსებას საწარმოს ანგარიშზე და მათ გამოყენებას ლიკვიდაციის პროცესში. მესამე ცვლილება ეხება ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებას თვითონ განსაზღვრონ მათ მიერ შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესი და ამ წესის მისაღებად შესაბამის დარგობრივ სამინისტროებს, აჭარის შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანონქვემდებარე აქტის მისაღებად განესაზღვრება 2-თვიანი ვადა“, - აცხადებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.