ეკა ბესელია - წინასაარჩევნოდ, ცვლილება ალბათ სჭირდება მმართველ პარტიას, ამას თავადვე გრძნობენ, როგორც ჩანს, იმ კვლევებით, რასაც ატარებენ

ცვლილებების მოლოდინი წინასაარჩევნოდ რეალისტურია, ეს დაკავშირებული იქნება საარჩევნო კონფიგურაციასთან, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას შესაძლო ჩანაცვლებას შეეხება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ასეთი ცვლილების საჭიროებას მმართველი პარტია იმ კვლევებშიც ხედავს, რომელსაც ატარებს. თუმცა, ეკა ბესელია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გიორგი გახარია შესაძლოა ფსევდო-ოპოზიციაში იხილოს.

"პირადად მე, მოქმედ პრემიერს არ განვიხილავ ოპოზიციური პარტიის ლიდერად და არ მგონია, რომ ეს მოხდეს. გარკვეული გადანაცვლება უფრო ალბათ იმ ლოგიკით იქნება განპირობებული, რაც გაცილებით მეტი სიმყარის და სანდოობის გარემოს შეუქმნის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს. ალბათ, სწორედ ეს იქნება გადანაცვლების მთავარი მოტივატორი, თუ ვინ უფრო მეტად დაარწმუნებს მმართველი პარტიის ლიდერს, რომ უფრო მეტად ერთგული იქნება წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების პროცესში. იმდენად არის მოთხოვნა სიახლის და გადახალისების, დიდი ალბათობით, წინასაარჩევნოდ, ცვლილება ალბათ, სჭირდება კიდეც მმართველ პარტიას, ისინი თავადვე გრძნობენ, როგორც ჩანს, ამას იმ კვლევებით, რასაც ატარებენ. ამ ლოგოკიდან გამომდინარე, ვუშვებ, რომ ცვლილება მოხდება და შესაძლოა, უფრო სანდო ადამიანებზე შეჩერდეს არჩევანი. დიდი ხნით, როგორც წესი, ვერავინ ძლებს ამ ძალიან მაღალ პოზიციაზე,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა