გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მაისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: წყაროთუბანი, ღულელები, გუდანელები, ხევსურთსოფელი და მიმდებარედ, 13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში წერეთლის, აღმაშენებლის, კარიბჭის, არსუკიძის, მირიანის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























