ფოთის ცენტრალური საავადმყოფო - „ბომონდი“ ოფიციალურად გაიხსნა

ფოთის ცენტრალური საავადმყოფო - „ბომონდი“, რომელიც ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ფოთის მოსახლეობა სამეანო-გინეკოლოგიურ და მრავალპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების მიღებას განახლებულ და რეაბილიტირებულ შენობაში შეძლებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულება ქალაქ ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას სრულ ამბულატორიულ და სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს სთავაზობს და აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.

„რეაბილიტირებული შენობა ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს. 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის და ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო