ანონსი 26 მაისი

26 მაისს, 11:30 საათზე, „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ეპიდემიოლოგიურად ყველაზე ცხელ წერტილში მომუშავე კატასტროფის ცენტრისა და 112-ის ექიმები 3-კვირიანი კარანტინის გამო ხელფასებს ვერ იღებენ.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565.

26 მაისს, 11:00 საათზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიება სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართება, სადაც ქვედანაყოფის მეთაური პირად შემადგენლობას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს. გაიმართება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც. (მედიის წარმომადგენლები II ქვეით ბრიგადასთან უნდა მიბრძანდნენ 10:30 საათზე).

საკონტაქტო: სალომე ჩხეიძე - 555 505 758.

26 მაისს, 11:00 საათზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ღონისძიება გაიმართება, სადაც ქვედანაყოფის მეთაური პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართავს და დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს. გაიმართება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც. (მედიის წარმომადგენლები III ქვეით ბრიგადასთან უნდა მიბრძანდეთ 10:30 საათზე).

საკონტაქტო: მარიანა ყორიაული - 599 709 180.

26 მაისს, 11:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გიორგი ბოტკოველის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭიაურელის 13 (ფიქრის გორა)

26 მაისს, 10:45 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მთაწმინდის პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

26 მაისს, 11:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ღონისძიება გაიმართება.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

26 მაისს, 12:00 საათზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ღონისძიება გაიმართება, სადაც ქვედანაყოფის მეთაური პირად შემადგენლობას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს. გაიმართება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც.(მედიის წარმომადგენლები I ქვეით ბრიგადასთან უნდა მიბრძანდეთ 11:30 საათზე).

საკონტაქტო: თეონა მაზიაშვილი - 595 050 027.

26 მაისს, 12:00 საათზე, „საქართველოს კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშილი და საოპერო მომღერალი თამარ ივერი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565.

26 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" ღია გამოფენას - "26 მაისი -დამოუკიდებლობის 102 წელი" გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პარტიის სხვა ლიდერები, რის შემდეგაც განცხადებები გაკეთდება.

მის: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ (შოთა რუსთაველის #8)

26 მაისს, 14:00 საათზე, დედა ენის ბაღში კლუბების, ბარების და რესტორნების გაერთიანება პრესკონფერენციას გამართავს და საერთო მოთხოვნების შესახებ განცხადება გაკეთდება.

თემა: მედია წარმომადგენლებთან გაჟღერდება ის პრობლემები, რომელის წინაშეც დახურული ტიპის დაწესებულებებს კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში აღმოჩნდნენ.

საკონტაქტო: დავით ლეჟავა - 595184510 .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა