ლახამულას ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული მე-12 საუკუნის სახარებას რესტავრაცია ჩაუტარდება

ზემო სვანეთის ლახამულას ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული მე-12 საუკუნის სახარებას, ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რმუნებულს აპარატიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 8 საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოთხთავი სვანეთს დატოვებს. სარესტავრაციო სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მათივე ცნობით, ადგილობრივებისგან სპეციალურად შექმნილი სამეთვალყურეო ჯგუფი კი სახარების აღდგენის პროცესს ეტაპობრივად დააკვირდება.

„სვანეთიდან თბილისში ეროვნული არქივის ლაბორატორიამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახარების გადმოტანის პროცესს საპატრულო პოლიცია აცილებდა. წელიწადნახევარში წმინდა საგანძური, კვლავ ლახამულას ტაძარს დაუბრუნდება, სადაც მისთვის განკუთვნილ, მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ საცავში მოთავსდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს