მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარია მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შეხვდა და წმინდა თვე, რამაზანი მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოში სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, რაც ქვეყნის მშვიდობიან განვითრებას უწყობს ხელს.

გიორგი გახარიამ სტუმრებს რამაზან-ბაირამი მიულოცა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა მათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, საქართველოს მთავრობის მეთაური რამაზან-ბაირამს მისი სახელით გამართულ ვახშამზე, იფთარზე მასპინძლობს. წლევანდელი შეხვედრის ფორმატი კი, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, რასაკვირველია, განსხვავებული იყო. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს მუსლიმთა შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები, ბერდია სიჭინავა და გიორგი სახოკია დაესწრნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა