ბრაზილიამ კორონავირუსით ერთ დღეში დაღუპულთა რაოდენობით აშშ-ის გადაუსწრო

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 807 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აშშ-ის მაჩვენებელზე მაღალია, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 620 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 23 473-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, ქვეყანაში ბოლო ერთი დღის მანძილზე 11 687 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 374 898-ს მიაღწია.

ცნობისათვის, აშშ-მ ბრაზილიიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლაზე აკრძალვის დაწესება 2 დღით დააჩქარა და შესაბამისად, შეზღუდვა ძალაში 28 მაისის ნაცვლად 26 მაისიდან შედის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა