სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

,,გილოცავთ დღევანდელ დღეს. 26 მაისი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულია! ეს არის დღე ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების! ეს დღესასწაული მინდა მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს - აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მინდა ვუსურვო მათ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველს ერთად აღგვენიშნოს ეს დიდი დღესასწაული!“ - აცხადებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.