რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და იმედოვნებს, რომ ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტი საზეიმოდაა მორთული, ასევე გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც სიამაყესთან ერთად დიდ ვალდებულებებსაც გვაკისრებს. წელს, განსაკუთრებულად გაჩნდა განცდა იმისა, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ ფიქრობს მოსახლეობაზე, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ერთად შევძლებთ დავძლიოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ ერთად, სიყვარულით ავაშენებთ ძლიერ და დემოკრატიულ საქართველოს! " -აღნიშნულია არჩილ ჯაფარიძის მილოცვაში, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

























