გიგა ბოკერია - თეა წულუკიანი არის ანტიპოდი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მოსამართლე, ის დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკური სიძულვილისგან, პერსონალური ბოღმისგან

„თუ ვინმე უნდა, რომ ჰქონდეს მკაფიო კრიტერიუმები, როგორი უნდა იყოს საკონსტიოტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან ზოგადად ნებისმიერი დონის მოსამართლე, უნდა აიღონ ქალბატონი წულუკიანი და ყველა მისი საპირისპირო თვისების მატარებელი ადამიანი უნდა შეარჩიონ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას თეა წულუკიანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ.

ბოკერიას თქმით, თეა წულუკიანი არის ანტიპოდი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მოსამართლე.

„მე არ მსმენია ჭორების გარდა ამაზე არაფერი, მაგრამ შემიძლია ერთი რამ ვთქვა. წულუკიანი არის ანტიპოდი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მოსამართლე. მოსამართლე უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური სიძულვილისგან, პერსონალური ბოღმისგან. უნდა ესმოდეს თავისი პასუხისმგებლობა და წულუკიანი არის ამ ყველაფრის საპირისპირო მაგალითი. ამიტომ აიღონ წულუკიანი და მისი თვისებების საპირისპირო ადამიანი უნდა შეარჩინონ. მაგრამ ამ გუნდისგან არაფერი არ უნდა გაგკვიკვირდეს, ამიტომ არჩევნების მერე ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილს უკვე აქვს რადიკალური გეგმა სასამართლო რეფორმის, რომელიც ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ, იმ გუნდის ჩათვლით, რომლის ნაწილიც ვიყავი, ვერ და არ განახორციელა და ეს გეგმა სწრაფად უნდა განრხორციელდეს. შემდეგი დემოკრატიული კოალიციის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკასთან ერთად უნდა იყოს ამ რეფორმის სწრაფად გატარება. ნაფიცი მსაჯულები, საბოლოო გადაწყვეტილების გატანა ქვეყნის გარეთ დემოკრატიული ტრადიციის მქონე სასამართლოზე - ეს არის არასტანდრტული, მაგრამ ერთადერთ გზა, რომ ჩვენ გადავტეხოთ ეს ამბავი და წულუკიანისნაირი და ივანიშვილისნაირი მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ, ჩაბარდეს წარსულს. ყველა მოქალაქე იყოს დაცული და ჰქონდეს განცდა, რომ სასამართლოში როცა მოხვდება, მას აქვს სამართლიანი შანსი ხელისუფლების წინაშე და აღარასდროს არ იდგეს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების საკითხი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა