თამარ ჩუგოშვილი - თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმს, რომელიც პოლიტიკური კუთვნილებისგან უნდა იყოს დაცლილი, ვერ აკმაყოფილებს

თეა წულუკიანი არის მაღალი თანამდებობის პირი, ძალიან გამოკვეთილი პოლიტიკური კუთვნილებით და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმს, რომელიც ასეთი პოლიტიკური კუთვნილებისგან უნდა იყოს დაცლილი, რა თქმა უნდა, ვერ აკმაყოფილებს და არ შეესაბამება,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის პოსტზე დანიშნულ პირს, პოლიტიკური კუთვნილება არ უნდა ჰქონდეს.

„ზოგადად, პოლიტიკური კუთვნილება არ უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც როგორც მოსამართლე, ისე მსახურებს ქვეყანაში. განსაკუთრებით, ეს სასურველია, როცა საკონსტიტუციო სასამართლოზეა საუბარი. ასე რომ სჯობს, ამ თანამდებობაზე მაღალი რეპუტაციის, იურიდიული განათლების მქონე, საკონსტიტუციო სამართლის მცოდნე, პოლიტიკურად ნეიტრალური პირი იქნას დანიშნული. თეა წულუკიანი არის მაღალი თანამდებობის პირი, ძალიან გამოკვეთილი პოლიტიკური კუთვნილებით და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო და მოსამართლის რანგი, რომელიც ასეთი პოლიტიკური კუთვნილებისგან უნდა იყოს დაცლილი, რა თქმა უნდა ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს და არ შეესაბამება,"- აცხადებს ჩუგოშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა