რომის პაპი - მთელი გულით ვლოცულობ საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რომის პაპი ქართველებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

"მაშინ როდესაც საქართველო აღნიშნავს თავის ეროვნულ დღესასწაულს, მე თქვენ და თქვენს თანამემამულეებს გისურვებთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გულწრფელ სურვილებს.

ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მათ მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID-19- ის პანდემიის ამ რთულ მომენტში, მე შევთხოვ უფალს დახმარებას, ისეთი ერის მშენებლობაში, სადაც ყველა შრომობს მშვიდობისა და ყველას კეთილდღეობისათვის.

მთელი გულით ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის", - აღნიშნულია რომის პაპის მისალოც წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა