რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი მზად არის, ღია ცის შეთანხმების ფარგლებში სადამკვირვებლო მისია დაუშვას საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო ნებას მისცემს რუსეთს, იფრინოს მის ტერიტორიაზე

რუსეთი მზად არის, ღია ცის შეთანხმებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუკი საქართველო ნებას მისცემს რუსეთს, იფრინოს მის ტერიტორიაზე. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველოს მთელი ტერიტორია ხელმიუწვდომელია „ღია ცის“ რუსეთის მისიისთვის ისევე, როგორც მრავალეროვნული მისიებისთვის რუსეთის მონაწილეობით.

„ამით საქართველო არღვევს „ღია ცის შეთანხმების“ ძირითად დებულებებს იმის შესახებ, რომ შეთანხმება განკუთვნილია სადამკვირვებლო ფრენების განსახორციელებლად წევრი სახელმწიფოების ფრენებისთვის სხვა მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიებზე და რომ თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია სადამკვირვებლო ფრენები მიიღოს თავის ტერიტორიაზე“ , - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეთანხმების შენარჩუნების მიზნით და 2018 წელს ვითარების ჩიხიდან გამოსაყვანად. რუსეთმა გააუქმა შეზღუდვები 10 კილომეტრიან ზონებში ფრენაზე რუსეთის საზღვრის გასწვრივ კავკასიაში, ამავდროულად დაიტოვა უფლება საკითხს სამომავლოდ დაბრუნებოდა.

„სამწუხაროდ, ამ დრომდე თბილისის დესტრუქციული პოზიცია არ შეცვლილა. შედეგად, რუსეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა სადამკვირვებლო ფრენებზე 10 კილომეტრიან ზონებში ჩვენ ტერიტორიებზე შვედეთის, გერმანიის, აშშ-ს ერთობლივი მისიისთვის 2019 წლის აპრილში. რუსეთი მზად არის მითითებულ ზონებში დაუშვას სადამკვირვებლო მისიები იმ პირობით, თუკი საქართველოც მზად იქნება უარი თქვას ღია ცის შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო პოზიციებზე და უზრუნველყოს რუსეთის ფრენების მიღება თავის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უარყოფს აშშ-ის პრეტენზიებს შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ფრენების აკრძალვასთან 10 კილომეტრიან ზონებში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის გასწვრივ და აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით