ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

ბათუმში, საბაგიროსთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ, თუმცა სამართალდამცავები გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

პარალელურად, პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო, რამდენიმე პირს აკავებენ.

ცნობისთვის, ბრალდებულების ოჯახის წევრებმა თავდაპირველად საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს, მოგვიანებით კი. მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოაწყვეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლება. ისინი 5 მაისს დააკვეს.