ქეთევან ციხელაშვილი - 240 ადამიანია გადმოყვანილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან - არც ერთი დღით არ შეგვიწყვეტია პაციენტების მომსახურება, რომელთაც სხვადასხვა სამედიცინო საჭიროება აქვთ ორივე რეგიონიდან

დღეის მდგომარეობით, 240 ადამიანია გადმოყვანილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ არც ერთი დღით არ შეგვიწყვეტია პაციენტების მომსახურება, რომელთაც სხვადასხვა სამედიცინო საჭიროება აქვთ ორივე რეგიონიდან, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერის პარლამენტში გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცხინვალის მიმართულებით ძალიან ცუდი სიტუაციაა.

„პირველ რიგში მინდა აუცილებლად კომენტარი გავაკეთო პრემიერ-მინისტრის გამოსვლაზე. კონკრეტულად იმ ნაწილზე, რომელიც დაეთმო საქართველოს მთავრობის აქტიურობას, მზაობას და გატარებულ ღონისძიებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან მიმართებით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის დელიკატური საკითხი, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბევრ დეტალზე კონკრეტულად ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ფაქტობრივად პირველივე დღეებიდან კოვიდის გავრცელების, მარტის დასაწყისიდან, 4 ძირითადი მიმარულებით ვმუშაობდით: პირველი ეს იყო ინფორმაციის ცოცხალ რეჟიმში და დროული მიწოდება. მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე. იცით თქვენ და ახსენა პრემიერმაც, რომ stop.gov.ge მოქმედებს სხვადასხვა ენაზე, მეორე ეს იყო ექსპერტიზის გაზიარება უშუალოდ პროფესიონალებს შორის, ინფექციონისტებსა და ეპიდემიოლოგებს შორის, ასევე ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ნდობის შენების პროექტის ფარგლებში, ქართველ და აფხაზ ექიმებს შორის, ასევე ოსებთანაც, ჩამოყალიბდა საკმაოდ კარგი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და ხდებოდა ამ ექსპერტიზის გაცვლა. ასევე მესამე მიმართულება - ეს არის სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შეტანა უკვე ადგილზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთში ეს მოხერხდა სხვადასხვა არხის გამოყენებით, მათ შორის თუმცა არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, უწყვეტად ამ თვეებისა და კვირების განმავლობაში, ასევე მეოთხე მიმართულება, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელზეც დღეს პრემიერიც საუბრობდა, არის უკვე კონტროლირებად ტერიტორიაზე იმ ადამიანების დახმარება, მათ შორის ერთი კოვიდ პაციენტი იყო, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დახმარება. დღეის მდგომარეობით 240 ადამიანია გადმოყვანილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ შორის 100-მდე არის სამედიცინო დაწესებულებებში და იღებს მკურნალობას შესაბამისად, საჭიროებებიდან გამომდინარე. დანარჩენი კარანტინშია ან თვითიზოლაციაში.

ჩვენ არც ერთი დღით არ შეგვიწყვეტია პაციენტების მომსახურება, რომელთაც სხვადასხვა სამედიცინო საჭიროება აქვთ ორივე რეგიონიდან. ცხინვალის მიმართულებით არის ძალიან რთული სიტუაცია. რეგიონი არის ფაქტობრივ იზოლაციაში და იქ არ აქვთ წვდომა იმ პარტნიორებსაც კი, რომელთაც აფხაზეთის რეგიონში აქვთ წვდომა. გამონაკლისია წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ჰუმანიტარული მანდატი. ცხადია, ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ, რომ ღონისძიებები, რომელსაც ეს ორგანიზაცია ატარებს, ეს იქნება ჰუმანიტარული პაკეტებით დახმარება, თუ სამედიცინო აღჭურვილობით დახმარება, დაეხმაროს ჩვენ იზოლაციაში მოქცეულ მოსახლეობას,"-აღნიშნა ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა