მაია ცქიტიშვილი - პრემიერმა რთული ამოცანა შეასრულა და 3 თვის განმავლობაში 24-საათიანი მუშაობა წარმატებით მოაქცია საკუთარ გამოსვლაში

პრემიერმა არა მარტო უპასუხა ყველა კითხვას, არამედ ძალიან რთული ამოცანა შეასრულა. მან რაღაცნაირად მოახერხა და სამი თვის განმავლობაშ 24-საათიანი მუშაობა ძალიან კარგად, დინამიურად და წარმატებით მოაქცია გამოსვლაში. გამოსვლა იყო ამომწურავი, დასმული კითხვები კი უფრო კონსტრუქციული შეიძლებოდა ყოფილიყო,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.

მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს უფრო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან პანდემიის დროს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა სახელისუფლებო შტო იყო ჩართული.

„ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, იყო პარლამენტის უშუალო ჩართულობით მიღებული. საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ იანვარში, შედიოდნენ როგორც პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისე პარლამენტარები. საბჭოს მუშაობის პროცესში ჩართული იყო თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად თვითმმართველობების ასოციაციების ხელმძღვანელიც გახლავთ და შესაბამისად, პროცესში ჩართული იყო თვითმმართველობაც. ამდენად, პარლამენტისთვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცხო არ იყო,” - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პოლიტიკური როლების განაწილება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე იღებს პასუხისმგებლობას მიუხედავად იმისა ეს გადაწყვეტილებები წარმატებულია თუ წარუმატებელი.

„ამ შემთხვევაში გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა წარმატების ისტორია და ძალიან მკაფიოდ დანახული დინამიკა ყველა იმ მოვლენის, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ იანვარში. ეს იყო ერთგვარი რეტროსპექტივა, თუმცა ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველი საათში გვეცვლებოდა ვითარება, სწრაფად ვიღებდით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ვმოქმედებდით არაპროგნოზირებად გარემოში. მთელ მსოფლიოს შეხება ჰქონდა ვირუსთან, რომელიც არის უცნობი და ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ მოიქცევა იგი, მაგრამ დღეს შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე უკვე გვაქვს ვირუსთან ერთად თანაცხოვრების გარკვეული ინსტრუმენტები და გამოცდილება,“ -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, ხელისუფლებამ გაიარა ადაპტაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გულისხმობდა ხელისუფლების ყველა სტრუქტურის ახალი რეალობის შესაბამისად გადაწყობას. მისი თქმით, ექიმებს, პოლიციელებს, პროცესში ჩართულ რიგით ადამიანებს, უწევდათ ახალი სტანდარტების შემოღება, ახალი მექანიზმების მოფიქრება, ახალ გამოწვევებთან ერთად ცხოვრება, რაც არ იყო მარტივი პროცესი.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა