მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში კვლავ 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, მათგან 2-ის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 1 კი კვლავ საყურადღებო რჩება.

„სტაბილური სიტუაცია გვაქვს, მატება ზომიერი, კონტროლირებადია უკვე ბოლო 10 დღის განმავლობაში. მხოლოდ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 16-ით მოიმატა. ინფიცირებულებიდან 78% უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 3 ახალი შემთხვევიდან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი 2 გახლავთ უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი. სატვირთოს მძღოლი კარანტინში იყო და იქ დადასტურდა.

ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოუყვანიათ, გვყავდა 34, 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა ჩვენი კლინიკა, ამ ეტაპზე 32 დადასტურურებული შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან. იმ 3 მძიმე ავადმყოფის დინამიკა არის გაუმჯობესებული, შეიძლება თქვას, რომ 3-დან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოდა, დანარჩენი ორის მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია, სუბიექტური გამოკვლევებით, რადიოლოგიური მონაცემებითაც და კლინიკური გაფართოებული კვლევებითაც, რაც პროგნოზის კეთილსაიმედობაზე ლაპარაკობს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სიტუაცია სტაბილურია, ახალი შემთხვევების მატება კვლავ ზომიერი და კონტროლირებადია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა