ფოთის "ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ფოთის ,,ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ 40 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მკურნალობის მიზნით მისი რეფერირება სხვა კლინიკაში მოხდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის ბოქსირებულ პალატებში 4 პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. სამი პირის ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ლაბორატორიაში, ერთს კი კორონავირუსზე კვლევა ხვალ ჩაუტარდება.

„40 წლის მამაკაცის ანალიზის პასუხი ცნობილია და იგი უარყოფითია. მისი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ" კვლევისთვის იყო გაგზავნილი. ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ოთხ პაციენტს აღენიშნება ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები. ესენი არიან: 7 თვის გოგონა, 14 წლის ბიჭი და 55 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე 37 ქალი ლანჩხუთიდან. სამი პაციენტის ნიმუში უკვე გავაგზავნეთ კვლევისათვის, მეოთხე კი ცოტა ხნის წინ შემოვიდა კლინიკაში და ხვალ დაიტესტება. ისინი მოთავსებული არიან ბოქსირებულ პალატებში,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა