გიორგი გახარია - 2019-2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის

2019-2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა რეალისტური და კონკრეტულია.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2019-2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობა ამ ხალხს ვერანაირად ვერ მივატოვებთ შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც ბედის ანაბარა. ამიტომ მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა ეკუთვნის დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს. ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რომ პირველ რიგში დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომელბმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ან კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან უკვე დანაზოგები აქვთ, რომელიც მათ განზრახული ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, ამისთვის ჩვენ მივმართეთ ჩვენი ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ. ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს იქნება, არის რეალისტური და კონკრეტული“, - განაცხადა გახარიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს