გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალტუბოს მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოს მერთან ერთად მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„სოფელ გეგუთში 240 მოსწავლეზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება. გარდა შენობისა, მოეწყობა სპორტული მოედანი და მიმდებარე ტერიტორია. რაც შეეხება სოფელ წყალტუბოში მიმდინარე სკოლის მშენებლობას, ისიც მუნიციპალური განვიათარების ფონდის მიერ 3 691 400 ლარით ფინანსდება და 240 მოსწავლეზეა გათვლილი. სამსართულიანი შენობა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდება. ასევე მოეწყობა სკოლის ეზო. აღნიშნულ სოფელში არ არსებობდა სკოლის შენობა და მოსწავლეები დაქირავებულ კერძო სახლში სწავლობდნენ. 2020 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიონ ლარამდეა გამოყოფილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს