აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა მინისტრის მიმოხილვა ცნობად მიიღო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის რეპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საბიუჯეტო მუხლების შესრულების მაჩვენებლებისა და საგანგებო მდგომარეობისას ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორცილებული საშეღავათო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა კანონმდებელთა შეკითხვებს უპასუხა.

„კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო. დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. კომიტეტმა შემდგომი პროცედურების გაგრძელებისათვის საკითხის ბიუროზე წარდგენას მხარი დაუჭირა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა