რუსთავში შიდასაქალაქო ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან განაახლებს

რუსთავში, შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა 29 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, შიდასაქალაქო მარშრუტებზე მომუშავე კერძო სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მერიის ცნობით, ირაკლი ტაბაღუამ, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს, დეტალურად გააცნო ის წესები და რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც, მგზავრთა გადაყვანისას სავალდებულოა. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური დეზინფექცია და სველი წესით დამუშავება, ასევე მძღოლების ყოველდღიური თერმოსკრინინგი, მძღოლები და მგზავრები უნდა ატარებდნენ პირბადეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკანასკნელნი მიკროავტობუსში არ უნდა დაუშვან, კონდიცირების სისტემა გათიშული უნდა იყოს და ფანჯრები გახსნილი. აღნიშნული წესების დაცვაზე მონიტორინგს, რუსთავის მერიის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების თანამშრომლები, ასევე თავად სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელობა განახორციელებს. რუსთავის მერმა, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს მძღოლების ყოველდღიური თერმოსკრინინგის უზრუნველსაყოფად ელექტროთერმომეტრები გადასცა.

კერძო სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რუსთავის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი, ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი დავით გიორგაძე, ასევე მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს ხელმძღვანელი ჯურხა ბენდელიანი ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისს განაახლებს. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ყველა წესისა და რეკომენდაციის სრული დაცვით განხორციელდება. სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა