ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გუშინ აღებული 122 საკვლევი მასალიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კოვიდინფექცია მხოლოდ ორს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფიცირებული სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებია, მეორე კი ე.წ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გუშინ 122 საკვლევი მასალა იქნა აღებული, აქედან 111 სოფელ ქვემო ბოლნისში, 11 კი ქალაქ ბოლნისში.

სოფელი ქვემო ბოლნისი ერთ-ერთი პირველი დასახლება იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც კოვიდინფიცირების ფაქტი გამოვლინდა და 1 აპრილს მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. საკარანტინე შეზღუდვა, სოფელში 8 მაისს მოიხსნა. სულ სოფელ ქვემო ბოლნისში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 გარდაიცვალა და 4 გამოჯანმრთელდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კოვიდინფიცირების 165 დადასტურებული შემთხვევაა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა