სასამართლომ  ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 30 პირიდან 26-ს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბათუმის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 30 პირიდან 26-ს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც დაკავებული რეზო წულუკიძის ძმა ფირუზ წულუკიძე აცხადებს, აქციის მონაწილეების დაკავებისას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფირუზ წულუკიძე ფაქტის შესწავლას ითხოვს.

„ჯარიმით ვერ შეგვაშინებენ და მშვიდობიან პროტესტს გავაგრძელებთ, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გასათავისუფლებლად",- განაცხადა რეზო წულუკიძის ძმამ ფირუზ წულუკიძემ.

ცნობისთვის, 5 მაისს, ხულიგნობის ბრალდებით რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე დააკავეს. მათ მხარდამჭერ აქციაზე კი გუშინ 30 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ, გუშინ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს