ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონის სამზადისს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

„დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა.

აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ენგურის შესართავთან კაფე-რესტორნის რეაბილიტაციის პროცესი. კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაკეთდა შემინვა, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოების დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება2 129 650 ლარს შეადგენს.

ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარეობს ბულვარისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები, ასევე წესრიგდება აკვაპარკის ტერიტორია“, - აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა