მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას COVID 19 -ით ინფიცირებული 25 პაციენტი გადის

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე მკურნალობას COVID 19 -ით ინფიცირებული 25 პაციენტი გადის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან აცნობეს, კლინიკაში მკურნალობენ ასევე, პაციენტები ცხელების სტატუსით. კლინიკაში განმარტავენ, რომ პანდემიის პირობებში, კომპანიების მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პაციენტების, ასევე კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის და ამისთვის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიას მადლობას უხდიან.

„მცხეთის სამედიცინო ცენტრი ავსტრიული ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია “ლოიდლს” მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მოგეხსენებათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი უკვე ორი თვეა ფუნქციონირებს როგორც ცხელებისა და COVID 19 კლინიკა. ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პაციენტების ასევე კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც 2 კვირიანი მონაცვლეობით, 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს. ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას გადის COVID 19 -ით ინფიცირებული 25 პაციენტი, ასევე კლინიკაში იმყოფებიან პაციენტები ცხელების სტატუსით. მცხეთის სამედიცინო ცენტრში დღეისათვის სრულად 9 გამოჯანმრთელებული პაციენტია,“- აღნიშნულია მცხეთის სამედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა